უხა

მასალა: 0.5კგ წვრილი თევზი (ღორჯო, წიმორი, ხრამული) 1კგ ფარგა ან ლოქო, ორი თავი ხახვი, ორი სტაფილო, ოხრახუშის ძირები, 4 კარტოფილი, შავი პილპილი, მარილი.

ფარგა ან ლოქო გამოვშიგნოთ და გავწმინდოთ, აუცილებლად ამოვიღოთ ლაყუჩები. მოვჭრათ ფილე და დარჩენილი თავი ხერხემალი და კუდი მოვათავსოდ ქვაბში წვრილ თევზთან, რომელიც წინასწარ გამოშიგნული და ლაყუჩებისგან გაწმენდილია. ჯერ თავები და კუდები ვხარშოთ 25–30 წუთი, მერე გადავწუროთ ბულიონი და ჩავყაროთ დაჭრილი ფილე, დაჭრილი ხახვი, სტაფილო, ოხრახუშის ძირები, პილპილის მარცვლები და მარილი, კარტოფილი,  ვხარშოთ მზადყოფნამდე.  მზა უხა შევკაზმოთ მწვანილით.







 



უახლესი განცხადებები
შემოგვიერთდით
Backgammon