ქამა სოკო

   ქამა სოკოს შეხვდებით ნაძვნარში ან ნაძვნარ-ფიჭვნარში, საძოვარ მინდვრებზე. ივლისიდან ოქტომბრამდე. ქამა-სოკოების დაახლოებით 60 სახეობა არსებობს. ქამა სოკოებ ”ღმერთების საკვებად”

ითვლებოდა ჯერ კიდევ ფარაონების დროს, ძველ ეგვიპტეში. მათ სჯეროდათ, რომ ქამა-სოკოს საჭმელად გამოყენება ადამიანს მარადიულ სიცოცხლეს ანიჭებდა. ამიტომ ქამა-სოკო ფარაონების და დიდებულთა წრის საჭმელი იყო. ჩვეულებრივ ადამიანს ხელის ხლების უფლებაც კი არ ქონდა, რომ არაფერი ვთქვათ, საჭმელად მის  გამოყენებაზე.
  ქამა თეთრი სოკოა , ქუდი და ძირი თეთრი ფერისაა , ხოლო ქვემოდან განლაგებული მჭიდრო ფირფიტები მოყავისფრო–მელნისფერია , ძველი კი მუქი ყავისფერი. ქამას რამოდენიმე სახეობა არსებობს : მინდვრის , მოლის და გიგანტური ქამა.გიგანტურ ქამას იმერლები წერესტოს ეძახიან. ქამას ქუდის ქვემოთ ძირზე აქვს თხელი არშია შემოყოლებული,ზოგჯერ ორიც.
  ზრდასთან ერთად ქამა სოკოს ეცვლება ფერი,იგი მუქდება.მინდვრის ქამას ქუდი თეთრია. ის ჯერ მრგვალია,შემდეგ კი ბრტყლად ამოზნექილი ხდება.ფეხი მოღუნული აქვს ,ფუძესთან ფეხი მსხვილდება,იგი თეთრი ფერისაა და მკვრივი.სოკოს ქუდთან შეხებისას ის ფერს იცვლის და ყვითლდება. საყელო თეთრი ფერისაა, რბილობი თეთრია. ასაკთან ერთად სოკოს ჰიმენოსოფორის ფერი იცვლება თეთრიდან მუქ ფერამდე. ამდენად ჰიმენოფორის ფერის მიხედვით შესაძლებელია სოკოს ასაკის დადგენა.
  ბუნებაში არსებობს ქამა სოკოს ტყუპი სოკო შხამიანი ცრუქამა სოკო,რომელიც შეიძლება აგვერიოს ახალგაზრდა საჭმელ ქამა სოკოში.


ქამა საუკეთესოა შემწვარი, მარილით, ცხიმიან ტაფაზე ან კეცზე.



 



უახლესი განცხადებები
შემოგვიერთდით
Backgammon