შურთხი

შურთხი, ფრინველია  ქათმისნაირთა რიგისა. აქვთ მკვრივი ტანი, მაგარი ნისკარტი და ძლიერი ფეხები (მამლებს მოკლე დეზებიანი). მათი სხეულის სიგრძე 50-70 სმ აღწევს. შეფერვაში ჭარბობს რუხი და თეთრი ფერები. გვარი მოიცავს 5 სახეობას. საქართველოში ბინადრობენ კავკასიური და კასპიური შურთხები (უკანასკნელი შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში").


ვერტიკალურად ვრცელდებიან ზღვის დონიდან 1600-1400 მ-ზე.
გაზაფხულზე ტიხტიხის შემდეგ დედალი პატარა ორმოში დებს 8-10 კვერცხს და კრუხობს 3 კვირაზე მეტხანს. შურთხები იკვებებიან მცენარეთა კვირტებით, ყლორტებით, თესლით, კენკრით, ბოლქვებით, იშვიათად მწერებით.


კავკასიური შურთხი ტანად უფრო მომცროა ფერად რუხია, წვრილი შავი და წითური ზოლები და კოპლები აქვს. გავრცელებულია კავკასიონის მთავარ ქედსა და მის განშტოებებზე ზღვის დონიდან 1800-4000 მეტრზე. მობინადრეა. კავკასიური შურთხი ბუდეს მიწაზე იკეთებს - ქვებში ან კლდეებშუა. ზამთარში იკვებება ჯიხვების საბალახოზე. ჯიხვი ფლოქვებით აფხვიერებს თოვლს და უადვილებს შურთხს საკვების მოპოვებას, შურთხი კი უფრო ფრთხილია და ჯიხვებს საფრთხეს ატყობინებს. ამის გამო მას ჯიხვების დარაჯს უწოდებენ.







 



უახლესი განცხადებები
შემოგვიერთდით
Backgammon