მწყერი

  

   გამოცდილ მონადირეთა აზრით, ფრინველზე ნადირობის სახეობებიდან, ერთ ერთი ყველაზე საინტერესო და აზარტული მწყერზე ნადირობაა.
  მწყერი, ჩვეულებრივი მწყერი (Coturnix coturnix), ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 16-20 სმ, მასა 80-145 გრამს აღწევს. აქვს მურა, მუქი და ღია ფერის ლაქებიანი ზურგი. გავრცელებულია ევროპაში, დასავლეთ აზიასა და აფრიკაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. ბინადრობს ველ-მინდვრებსა და ალპურ მდელოებზე. იზამთრებს

აფრიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში (საქართველოში მობინადრე მწყერების ნაწილი შირაქ-ალაზნის ველზე და აზერბაიჯანში რჩება). ბუდობს მიწაზე. დედალი 9-15 კვერცხს დებს. ინკუბაცია გრძელდება 15-17 დღე-ღამე. მწყერი იკვებება მცენარეული საკვებით. იშვიათად - მწერებით. შუა აზიაში მწყერები გალიებში გასართობად ჰყავთ, როგორც მოჩხუბარი ფრინველი.(http://ka.wikipedia.org)
  იაპონელებმა მწყერი ათასწლეულის წინ მოიშინაურეს, საიდანაც სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ქათმისნაირ ფრინველთა შორის ყველაზე პატარაა მწყერი, რომლის წონა 90-120 გრამს შორის მერყეობს. მას საკმაოდ გემრიელი ხორციც აქვს. მისი ხორცი საუკეთესო საშუალებაა ქოლეცისტიტის და კუჭის წყლულის სამკურნალოდ.მწყერი სხვა ფრინველებთან შედარებით ნაკლებად ავადდება, ამიტომ მის კვერცხს მედიცინაშიც კი იყენებენ სხვადასხვა ვაქცინის დასამზადებლად. მწყრის კვერცხი შეიცავს ბევრ ამინომჟავას, მაკრო და მიკროელემენტს. მისი კვერცხი ორგანიზმიდან რადიოაქტიური ნივთიერებების გამოდევნას უწყობს ხელს.

  საქართველოში მწყერი მასობრივად შემოდის გაზაფხულზე, ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში რჩება, იკეთებს ბუდეს,ჩეკავს ბარტყებს და სექტემბრის დამლევს და ოქტომბრის დასაწყისში გამოსაზამთრებლად სამხრეთის თბილ ქვეყნებში მიფრინავს.

  მწყერი ბუდეს მაღალ ბალახში ან მარცვლეულის ყანაში იკეთებს, დებს 8-15 კვერცხს, 18 დღის შემდეგ იჩეკებიან ბარტყები. მწყერი მწერებით, ბალახის თესლითა და მარცვლეული კულთურებით იკვებება.

   მწყერი დიდი რაოდენობით იბუდებს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში.
 ნადირობა ზაფხულის დასასრულს იწყება. შემოდგომის პირველ თვეებში მწყერი ემზადება გადასაფრენად და დიდი რაოდენობით იყრის თავს გადაფრენის დიდ გზებზე, რომლებიც მოემართებიან ჩრდილოეთ კავკასიიდან მდინარეების არაგვის, მტკვრისა დაალაზნის გასწვრივ. მიჰყვება რა ამ მდინარეების დინებას, ის აღმოსავლეთით მიდის სპარსეთის გავლით სამხრეთისაკენ, ხოლო შავი ზღვის ნაპირებზე მდებარე გზებით თურქეთისკენ და შემდეგ უფრო სამხრეთით.

  ასეთი მიგრაციის შედეგია ის, რომ მწყერზე ნადირობა აღმოსავლეთ საქართველოში ადრე იწყება და შემოდგომის პირველ ნახევარში თითქმის მთავრდება, ხოლო დასავლეთ საქართველოში, უმთავრესად შავი ზღვის სანაპიროზე, მხოლოდ შემოდგომაზე იწყება. თუ აღმოსავლეთ საქართველოში ნადირობა ამ ფრინველზე ყოველდღე შეიძლება, დასავლეთ საქართველოში ნადირობენ მხოლოდ იმ დღეებში როდესაც გადაფრენისას მწყრების დიდი კოლონიები ცუდი ამინდის გამო ზრვის სანაპიროზე რჩებიან და უცდიან გამოამინდებას.

  მწყერზე სანადიროდ შეუდარებელია პოინტერი, თუმცა გაწვრთნასაც გააჩნია.





 



უახლესი განცხადებები
შემოგვიერთდით
Backgammon